GNRA არის კოლექტიური მართვის ორგანიზაცია რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირის სახით. GNRA მართავს შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა მომიჯნავე უფლებებს.
GNRA მართავს შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა უფლებებს მათი შესრულებებისა და ფონოგრამების გამოყენებისთვის ლიცენზიის გაცემითა და შესაბამისი ჰონორარის შეგროვებით. GNRA შეგროვებულ ჰონორარს ანაწილებს მის შემსრულებლებსა და ფონოგრამის დამამზადებლებზე.
შემსრულებლებსა და ფონოგრამის დამამზადებლებს, რომლებიც ფლობენ ან აკონტროლებენ მათ შესრულებებსა ან ფონოგრამებზე უფლებებს, შეუძლიათ გაწევრიანდნენ GNRA-ში.
მოსარგებლეს შეუძლია მიიღოს ლიცენზია GNRA-ისგან მასთან უშუალოდ დაკონტაქტებით მეილზე contact@gnra.ge.
შემსრულებელი და ფონოგრამის დამამზადებელი GNRA-სგან იღებს ჰონორარს სტანდარტული დისტრიბუციის წესებისა და შესაბამისი შესრულებისა ან ფონოგრამის გამოყენების შესაბამისად. ამისთვის, GNRA იყენებს მისთვის მოსარგებლეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ადგენს ანგარიშებს გამოყენებისა და შესაბამისი ჰონორარების შესახებ თითოეული შემსრულებლისა და ფონოგრამის დამამზადებლისთვის.
GNRA-ში გაწევრიანებით შემსრულებლებსა და ფონოგრამის დამამზადებლებს ექნებათ წვდომა იმ ერთადერთ ცენტრალიზებულ ორგანიზაციასთან, რომელიც მართავს მათ მომიჯნავე უფლებებსა და აგროვებს ჰონორარს მათ მაგივრად. GNRA ასევე წარმოადგენს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც იწარმოება სალიცენზიო ხელშეკრულებათა პირობების შესახებ მოლაპარაკებები და ხდება ასეთი ხელშეკრულებების აღსრულება. ასევე, GNRA არის უკეთესი პირობებისთვის კოლექტიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
GNRA რეგულირებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონითა და მომიჯნავე უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო კონვენციებით. GNRA ვალდებულია დაიცვას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კონკრეტული სტანდარტები.
დიახ, საქართველოში არის ორი სხვადასხვა ტიპის კოლექტიური მართვის ორგანიზაცია - GNRA და GCA. GNRA არის კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, რომელიც მართვას შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა უფლებებს, GCA (საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია) კი არის კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, რომელიც მართვას ავტორთა უფლებებს. GNRA და GCA მუშაობენ ჰარმონიულად და ერთმანეთთან თანამშრომლობით.
GNRA მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციფრული მუსიკის ბაზარზე ფონოგრამების ციფრულ ფორმატში ისეთი გამოყენების ლიცენზირებით, როგორიცაა, მაგალითად, სტრიმინგი, ჩამოტვირთვები და პოდკასტი. GNRA ასევე მუშაობს იმისთვის, რომ შემსრულებლებმა და ფონოგრამის დამამზადებლებმა მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება ციფრული გამოყენებისთვის.
GNRA-ს აქვს უფლებამოსილება აღასრულოს ფონოგრამაზე მომიჯნავე უფლებები, სასამართლო დავით ან სხვა საშუალებებით, როგორიცაა მედიაცია ან არბიტრაჟი.
მოსარგებლეებს შეუძლიათ გაარკვიონ, რომელ კოლექტიური მართვის ორგანიზაციას მიმართონ ლიცენზირებისა ან ჰონორარის გადახდისთვის ინდუსტრიის იმ საკონტაქტო ორგანიზაციებთან კონსულტაციით, როგორიცაა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია (CISAC) ან შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამაზადებელთა უფლებების მართვის საბჭოს (SCAPR). მათ ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების ოფისს საქპატენტს, ან თავად კოლექტიური მართვის ორგანიზაციას.