GNRA-ის ახალ თავმჯდომარედ მერაბ სანოძე აირჩიეს.
მერაბ სანოძე GNRA-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია , რომლის კანდიდატურასაც კრებაზე გამოცხადებულმა წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
შეგახსენებთ, რომ GNRA-ის კრება 5 მარტს, 12:00 საათზე, ასოციაციის ოფისში გაიმართა, სადაც GNRA-ის სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედ წევრებს, ასოციაციის მოქმედ თავმჯდომარესა და გამგეობის მოქმედ წევრებს უფლებამოსილება შეუწყდათ.
GNRA-ის წევრებმა კი, ხმათა უმრავლესობით ასოციაციის გამგეობისა და ასოციაციის საბჭოს ახალი წევრები, ამასთანავე ასოციაციის ახალი თავმჯდომარე - მერაბ სანოძე აირჩიეს.