შენიშვნა: ვინაიდან 15 მარტს გასამართი კრება მოწვეულია აწ უკვე გადარჩეული გამგეობისა და ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, იგი არაუფლებამოსილია და მასზე დასწრება ვერც ერთ ფორმატში (დისტანციურ ან რეალურ ფორმტში) ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს
ძვირფასო GNRA-ს წევრებო,
ასოციაციის გამგეობა გიწვევთ GNRA-ს რიგგარეშე საერთო კრებაზე.
კრება გაიმართება 2024 წლის 15 მარტს, 20:00 საათზე, დისტანციურად - Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის ლინკი გამოგეგზავნებათ წინასწარ.
შემოთავაზებული დღის წესრიგია:
1. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი წევრების დამტკიცება.
2. ასოციაციის გამგეობის მოქმედი წევრების და ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა.
3. ასოციაციის გამგეობის ახალი წევრების არჩევა.
4. ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევა.
გამგეობის წევრობის შემოთავაზებული კანდიდატები არიან: ნათია ფოფხაძე, ანა დალაქიშვილი და მარიამ ღუბიანური.
კითხვების ან ინიციატივების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ააიპ საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია. მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, ბიზნეს-ცენტრი „რეგუსი“, მე-2 ბლოკი, მე-2 სართული, 0186, თბილისი, საქართველო.