სიახლეები

ასოციაციის გამგეობის საგანგებო განცხადება
ასოციაციის გამგეობის საგანგებო განცხადება

გაცნობებთ, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გაწერილია შემდეგი - ,,... კანონის ამოქმედებამდე არსებული კოლექტიური მართვის ორგანიზაციის (ორგანიზაციების) წევრები ჩაითვალონ ახლად აკრედიტებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი წერილობით უარს განაცხადებენ აკრედიტებული ორგანიზაციის წევრობაზე.“

კანონის ამ მუხლის საფუძველზე საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა ასოციაციის ყოფილი წევრის განცხადება. ამავე მუხლზე დაყრდნობით, ასოციაციის გამგეობის წევრის მიერ ინიცირებულ იქნა გამგეობის სხდომის მოწვევა და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. შედეგად, 2024 წლის 20 თებერვლის ასოციაციის გამგეობის სხდომაზე გამართული განხილვის საფუძველზე, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ:

  • აკრედიტაციის კომისიის 2023 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 03.07.2023 წლის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და ასოციაციის წესდების 9.16.3. მუხლის შესაბამისად, ასოციაციის ყველა წევრს შეუწყდეს წევრობა 2023 წლის 30 დეკემბრიდან; და
  • წევრობის ახალი ხელშეკრულებების გაფორმების საკითხი განხილულ იქნას მხოლოდ ასოციაციის იმ ყოფილ წევრებთან მიმართებაში, ვინც ასოციაციაში წარმოადგენს ახლადაკრედიტირებული ორგანიზაციის (IPOA) წევრობაზე წერილობით უარს.

შესაბამისად, ასოციაციის გამგეობა გატყობინებთ, რომ ასოციაციაში ახლიდან გაწევრიანებისთვის, გთხოვთ, ასოციაციაში წარადგინოთ ახლადაკრედიტირებული ორგანიზაციის (IPOA) წევრობაზე წერილობითი უარი. 

ამასთან, ვინაიდან ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ასოცოციაციის 2024 წლის 5 მარტისთვის მოწვეული საერთო კრება მოწვეულია ასოციაციის იმ ყოფილი წევრების მიერ, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ ახლადაკრედიტირებული ორგანიზაციის წევრობაზე წერილობითი უარი, კრება მოწვეულია პროცედურული წესების დარღვევით და აღარ ჩატარდება.

საერთო კრების მოწვევის ინიცირების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია და ხელახლა გაწევრიანდეთ ასოციაციაში. 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე - contact@gnra.ge