ძვირფასო GNRA-ს წევრებო,
გაცნობებთ, რომ ასოციაციაში შემოტანილია განცხადება ასოციაციის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, ასევე ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მათ მაგივრად ახალი კანდიდატურების დანიშვნის შესახებ.
ამასთან, ვინაიდან, 2024 წლის 10 თებერვლის GNRA-ის რიგგარეშე კრების ოქმი, რომლითაც გათვალისწინებული იყო ასოციაციის გამგეობის წევრებისა და თავმჯდომარის ცვლილება, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით არ დაექვემდებარა რეგისტრაციას, გიწვევთ GNRA-ის რიგგარეშე საერთო კრებაზე ამ საკითხის გადასაწყვეტადაც.
კრება გაიმართება 2024 წლის 5 მარტს, 12:00 საათზე, ასოციაციის ოფისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, ბიზნეს-ცენტრი „რეგუსი“, მე-2 ბლოკი, მე-2 სართული, 0186, თბილისი, საქართველო.
შემოთავაზებული დღის წესრიგია:
1. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი წევრების დამტკიცება.
2. ასოციაციის გამგეობის მოქმედი წევრების და ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა.
3. ასოციაციის გამგეობის ახალი წევრების არჩევა.
4. ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევა.
გამგეობის წევრობის შემოთავაზებული კანდიდატები არიან:
1. მერაბ სანოძე
2. ნოდარი მაწკეპლაძე
3. ანა გოგობერიშვილი
ასოციაციის თავმჯდომარეობის შემოთავაზებული კანდიდატია მერაბ სანოძე.
ასევე, შემოთავაზებულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის შემდეგი კანდიდატები:
1. ანი სარაჯიშვილი
2. ლიზი ხვადაგიანი
3. ლიზი რამიშვილი
საჭიროებისამებრ, კრების დღის წესრიგში ცვლილებების ინიცირების შემთხვევაში, გამოქვეყნდება დღის წესრიგის განახლებული რედაქცია.
კითხვების ან ინიციატივების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, ბიზნეს-ცენტრი „რეგუსი“, მე-2 ბლოკი, მე-2 სართული, 0186, თბილისი, საქართველო.
contact@gnra.ge