სიახლეები

აკრედიტაციის კონკურსის შედეგები და მოწვევა ასოციაციის საერთო კრებაზე
აკრედიტაციის კონკურსის შედეგები და მოწვევა ასოციაციის საერთო კრებაზე

ძვირფასო GNRA-ს წევრებო,

სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ 2023 წლის 26 სექტემბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის კონკურში ჩვენ, საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაციას აკრედიტაციის მინიჭების მოთხოვნაზე გვეთქვა უარი. კომისიის 2023 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სრულად სამართავად აკრედიტაცია  ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას (IPOA, ყოფილი GERA) მიენიჭა. შესაბამისად, IPOA გახდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში.

საქპატენტის განცხადება და დასაბუთება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/news_and_events/562/?fbclid=IwAR3zGDmyVHmOKcdeQEpILMX9XkjqkEkSL0zQOZIcNb4VyiAgSX4uMzile2o 

შედეგად, GNRA, როგორც კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, წყვეტს ფუნქციონირებას. თუმცა, ასოციაცია მზად არის თავის წევრებს დაეხმაროს შეცვლილ პირობებთან ადაპტაციაში. 

ამასთან, 2024 წლის 20 იანვარს, 13:00 საათზე, GNRA-ს ოფისში გიწვევთ ასოციაციის საერთო კრებაზე. შეხვედრაზე შესაძლებლობა მოგვეცემა:

1. შევაჯამოთ ასოციაციის საქმიანობა; და

2. მივიღოთ გადაწყვეტილება ასოციაციის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

საჭიროებისამებრ, კრების დღის წესრიგში ცვლილებების ინიცირების შემთხვევაში, გამოქვეყნდება დღის წესრიგის განახლებული რედაქცია. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, ბიზნეს-ცენტრი „რეგუსი“, მე-2 ბლოკი, მე-2 სართული, 0186, თბილისი, საქართველო.

contact@gnra.ge