სიახლეები

საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია SCAPR-ის წევრი გახდა
საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია SCAPR-ის წევრი გახდა
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია გახდა შემსრულებელთა უფლებების კოლექტიური მართვის ორაგნიზაციების საბჭოს (SCAPR) წევრი.
SCAPR არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1986 წელს და დაფუძნებულია ბრიუსელში. SCAPR ფუნქციონირებს როგორც საერთაშორისო პლატფორმა შემსრულებელთა კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებისთვის. მისი მიზანია გააუმჯობესოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლა და შემსრულებელთა უფლებებისთვის საზღვარგარეთ შეგროვებული ჰონორარის გადახდები.
წევრად მიღებამდე, საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაციამ გაიარა შიდა რეგულაციების, მართვის სტანდარტებისა და პრაქტიკის დეტალური ანალიზი, რის შედეგადაც მოწონება დაიმსახურა როგორც SCPAR-ის გამგეობისა და ადმინისტრაციისგან, ისე მისი წევრი კოლექტიური მართვის ორგანიზაციებისგან.
SCAPR-ის ექსპერტებთან, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და წევრ კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია უზრუნველყოფს შემსრულებელთა უფლებების მართვის უმაღლეს სტანდარტებთან, ევროპულ დირექტივებთან და კონვენციებთან, ხოლო კონკრეტულ შემთხვევებში ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობასაც კი.
საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია მადლობას უხდის SCAPR-ს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.