რა არის GNRA?

საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია არის კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა მომიჯნავე უფლებებისთვის ჰონორარის შეგროვებასა და დისტრიბუციას.

ასოციაციის მისიაა მუსიკალური ინდუსტრიის მდგრადი მხარდაჭერა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უფლებისმფლობელებმა მიიღონ სათანადო კომპენსაცია თავიანთი შესრულებისა თუ ფონოგრამის გამოყენებისთვის. ასოციაციის მიზანია შექმნას სამართლიანი და გამჭვირვალე მუსიკალური ეკოსისტემა, რომელიც სარგებელს მოუტანს დაინტერესებულ მხარეებს და წაახალისებს მუსიკალური ინდუსტრიის მუდმივ ზრდასა და განვითარებას.  

რა არის GNRA?

საქმიანობა

GNRA არის კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა მომიჯნავე უფლებებისთვის ჰონორარის შეგროვებასა და დისტრიბუციას.

ჩვენი მისიაა მუსიკალური ინდუსტრიის მდგრადი მხარდაჭერა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უფლებისმფლობელებმა მიიღონ სათანადო ანაზღაურება თავიანთი მუსიკის სხვადასხვა კომერციული თუ არაკომერციული გამოყენებისთვის.

GNRA უცხოური ქვეყნების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების საფუძველზე აგროვებს ჰონორარს მსოფლიო გამოყენებისთვის. ეს ხელშეკრულებები GNRA-ს აძლევს შესაძლებლობას შეაგროვოს თავისი წევრების ჰონორარი ფონოგრამის უცხოეთში გამოყენებისთვისაც. ამასთან, GNRA აგროვებს ჰონორარს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მუსიკალური შემსრულებლებისა და ფონოგრამის დამამზადებლებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა წევრებმა მიიღონ სათანადო ანაზღაურება მათი შესრულებებისა და ფონოგრამებისთვის, მიუხედავად იმისა თუ სად გამოიყენება ისინი.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მისიის განსახორციელების საუკეთესო გზაა ანტერპრენერული და ტექნოლოგიური გადაწყვეტების ათვისება. ჩვენ ვაღიარებთ ინოვაციისა და ადაპტაციის მნიშვნელობას მუდმივად განვითარებად მუსიკალურ ინდუსტრიაში და მოწოდებულნი ვართ ჩვენი წევრებისთვის მისაწოდებელი ღირებულების გაზრდის მიზნით, გამოვიყენოთ უახლესი ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები.

ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ სამართლიანი და გამჭვირვალე მუსიკალური ეკოსისტემა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა დაინტერესებულ მხარეს და ხელს შეუწყობს ქართული მუსიკალური ინდუსტრიის მუდმივ ზრდას და განვითარებას.

ჩვენი გუნდი