პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა


წარმოდგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში - „პოლიტიკა“) ეხება ა(ა)იპ საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაციის (შემდგომში - „ასოციაცია“) მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას როგორც მისი ვებგვერდის, ასევე ასოციაციის ნებისმიერი იმ საქმიანობის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას.

 

წინამდებარე პოლიტიკა აღწერს რა მიზნებითა და საფუძვლებით ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და ინფორმაციას გაწვდით თქვენს უფლებებთან დაკავშირებით.

 

ვებგვერდი

 

ასოციაცია ვებგვერდს იყენებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და კორესპონდენციის წარმოებისა და წევრობის მსურველთა ონლაინ რეგისტრაციისთვის.

 

ასოციაცია არ ამუშავებს ვებგვერდის სტუმრების პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა შეყვანაც „რეგისტრაციისა“ და „კონტაქტის“ ველით თავად შეგიძლიათ.

ვებგვერდი არ იყენებს მზა-ჩანაწერებს, ე.წ. „Cookie ჩანაწერებს ან რაიმე ტიპის ვებ ანალიტიკის მომსახურებას.

 

ჩვენი ვებგვერდისა და მისი სერვისების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია უფლებამოსილი პირის სახით გამოვიყენოთ ვებდეველოპერული კომპანიის მომსახურება. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი, საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინებით, იქნება ვალდებული დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები და დაამუშავოს ისინი მხოლოდ ჩვენს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

ვებგვერდი შესაძლებელია შეიცავდეს მესამე პირების ვებგვერდების ბმულებს. ამ ბმულებზე გადასვლის შემთხვევაში, თქვენ გადიხართ ჩვენი ვებგვერდიდან და არ ვაგებთ პასუხს მათ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემის გამოყენების უსაფრთხოებასა და დაცვაზე.

 

ვებგვერდის სტუმრობისა და მასთან დაკავშირებული სერვისების სარგებლობის გზით ადასტურებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ამ პოლიტიკაში მოცემული წესების შესაბამისად. ვებგვერდით და/ან ასოციაციის მომსახურებით სარგებლობამდე, გთხოვთ, გადახედოთ აღნიშნულ დოკუმენტს.

 

ასოციაციისთვის პრიორიტეტია თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა, ამისათვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესებში ვხელმძღვანელობთ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობითა და საუკეთესო პრაქტიკით, მათ შორის:


1. საქართველოს კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“;

2. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის 2016/679 რეგულაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების და ამ მონაცემების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით პირთა დაცვისა და 95/46/EC დირექტივის გაუქმების შესახებ (ზოგადი რეგულაცია მონაცემთა დაცვის შესახებ).

 

ასოციაცია მონაცემებს ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შემდეგი

პრინციპების დაცვით:

 

  • სამართლიანობა - ასოციაცია მონაცემებს ამუშავებს სამართლიანად, კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;

  • მიზნის ლიმიტაცია - ასოციაცია მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნების მისაღწევად. ასოციაცია მონაცემებს არ ამუშავებს თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი სხვა მიზნებით, გარდა სტატისტიკური მიზნისა.

  • მონაცემთა მინიმიზაცია - ასოციაცია მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. ასოციაციის მიერ დამუშავებული მონაცემები მათი დამუშავების მიზნის ადეკვატური და პროპორციულია;

  • სიზუსტე -  ასოციაციის მიერ დამუშავებული მონაცემები არის ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებადი. ის მონაცემები, რომელსაც არ აქვს დამუშავების კანონიერი საფუძველი და/ან არ არის დამუშავების მიზნის შესაბამისი იბლოკება, იშლება ან ნადგურდება;

  • ვადის შეზღუდვა - ასოციაცია მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების კონკრეტული და კანონიერი მიზნის მისაღწევად. მიზნის მიღწევის შემდეგ ასოციაცია მონაცემებს ბლოკავს, შლის, ანადგურებს ან ინახავს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

  • უსაფრთხოება - ასოციაცია იღებს შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მონაცემთა შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო დამუშავებისაგან და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან. მონაცემთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების ადეკვატურია.

  • ანგარიშვალდებულება - ასოციაცია პასუხისმგებელია მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვაზე და, მათ შორის, წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტით ახდენს მათთან შესაბამისობის დემონსტრირებას.

 


ტერმინთა განმარტება

 

პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით

 

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

 

მონაცემთა დამუშავება − ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება

 

მონაცემთა დეპერსონალიზაცია - მონაცემთა იმდაგვარი მოდიფიკაცია, რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს

 

მონაცემთა დამმუშავებელი - საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას

 

მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის მონაცემიც მუშავდება;

 

წევრი - მომიჯნავე უფლების სუბიექტი შემსრულებელი ან ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებელი, რომელიც არის ასოციაციის წევრი და სარგებლობს მისი მომსახურებით.


პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, რომელთანაც ასოციაციას გაფორმებული აქვს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება.

 

ვებგვერდი - ასოციაციის ვებგვერდი, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე - www.gnra.ge

 

 

 

რა მიზნით ვამუშავებთ მონაცემებს?

 

ასოციაცია პერსონალურ მონაცემებთა დამუშავების პრინციპების გათვალისწინებით, მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ წინასწარ და კონკრეტულად განსაზღვრული მიზნებით - ასოციაციის ძირითადი საქმიანობის შესრულების,  შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა მომიჯნავე უფლებებისთვის ჰონორარის შეგროვებასა და დისტრიბუციის მიზნებისთვის, ასევე ასოციაციის ვებგვერდის მართვისა და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნებით.

ასოციაცია მონაცემებს ამუშავებს სტატისტიკური მიზნებისთვის დეპერსონალიზებული სახით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

 

ვის მონაცემებს ვამუშავებთ?

 

ასოციაციამ საკუთარი საქმიანობის ფარგლებში შესაძლებელია დაამუშავოს შემდეგი კატეგორიის მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემები:


  • ასოციაციის წევრებისა და წევრობის მსურველების მონაცემებს ასოციაცია ამუშავებს იმ შემთხვევაში, თუ პირი მოისურვებს ასოციაციის მიერ შეთავაზებული მომსახურებით სარგებლობას. ასოციაციის წევრობის მსურველი რეგისტრაციისას თავად მიაწვდის ასოციაცის მის პერსონალურ მონაცემებს. რეგისტრაციისთვის აუცილებელი მონაცემების მოწოდება შესაძლებელია მოხდეს როგორც მატერიალური სახით, ისე ონლაინ - ვებგვერდის საშუალებითა;

  • პარტნიორი ორგანიზაციის წევრები;

  • ასოციაციასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები

  • დასაქმების კონკურსში მონაწილე პირები

 

ასოციაციის ელექტრონული სერვისები არ არის პირდაპირ მიმართული არასრულწლოვნებზე. იმ შემთხვევაში, თუ ასოციაცის წევრი/წევრობის მსურველი 16 წლამდე არასრულწლოვანია, მის მონაცემებს დავამუშავებთ მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით,  გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა , მათ შორის , როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისა და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. არასრულწლოვნის მონაცემები მუშავდება მისი საუკეთესო ინტერესის დაცვითა და გათვალისწინებით.

 

ასოციაცია არ ამუშავებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

 

 

პერსონალური მონაცემების შენახვა

 

ასოციაცია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ იმ მოცულობითა და ვადით, რაც აუცილებელია კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული, კანონიერი მიზნის მისაღწევად.

 

მონაცემები ასოციაციაში ინახება მონაცემთა დამუშავების მიზნის მიღწევამდე, თუ კანონმდებლობით დამატებითი ვადა არ არის განსაზღვრული.

მონაცემთა დამუშავების მიზნის მიღწევის შემდეგ მონაცემები სრულად ნადგურდება, თუ არ არსებობს მონაცემის შენახვის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.

 

მონაცემთა უსაფრთხოება

 

ასოციაცია ხელმძღვანელობს ქართული, საერთაშორისო კანონმდებლობითა და საუკეთესო პრაქტიკით იმისათვის, უზრუნველყოს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომებით, რათა ისინი დაცული იყოს არასანქცირებული ან უკანონო გამოყენებისგან, ცვლილებებისგან, არაავტორიზირებული წვდომის ან გამჟღავნებისგან, შემთხვევითი ან მცდარი განადგურებისა და დაკარგვისგან. 

 

ასოციაცია ზრუნავს მონაცემებზე გარეშე პირთა წვდომის აღკვეთაზე და ასევე უზრუნველყოფს, რომ მონაცემებზე წვდომა გააჩნდეთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს და იმ მოცულობით, რომელთაც მონაცემებზე წვდომა ესაჭიროებათ საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად.

 

მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, ასოციაცია მიიღებს ზომებს და საჭიროების შემთხვევაში, შეატყობინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დარღვევიდან არაუგვიანეს 72 საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაკლებსავარაუდოა, რომ დარღვევამ გამოიწვიოს ფიზიკურ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის რისკი.

თუ მოსალოდნელია, რომ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა გამოიწვევს თქვენი უფლებებისა და თავისუფლების შელახვის მაღალ რისკს, ჩვენ დაუყოოვნებლივ შეგატყობინებთ ამის შესახებ, რაა მიიღოთ შესაბამისი პროფილაქტიკური ზომები.

 

 

მონაცემთა გამჟღავნება

 

ასოციაცია თქვენი მომიჯნავე უფლებების უზრუნველსაყოფად ჰონორარის შეგროვებასა და დისტრიბუციას ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან პარტნიორობით ახორციელებს.

თუ თქვენ ხართ ასოციაციის წევრი, ასოციაციამ, საკუთარი ძირითადი საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, თქვენი ჰონორარის სხვა ქვეყნებში შეგროვებისა და დისტრიბუციის მიზნისთვის შესაძლებელია თქვენი პერსონალურ მონაცემები გადასცეს იმ კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს, რომელთანაც მას აქვს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაცია მდებარეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ,  ასოციაცია უზრუნველყოფს სათანადო და საჭირო საორგანიზაციო ზომების მიღებას, რათა შეასრულოს პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემის მოთხოვნები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემათ კანონით გათვალისწინებული პრინციპებისა და მოთხოვნების დაცვით.

ნებისმიერი ასეთი ორგანიზაცია ვალდებული იქნება დაამუშავოს თქვენი მონაცემები მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დაცვით. გადაცემული მონაცემების დაცვის საკითხები წესრიგდება პარტნიორ ორგანიზაციასთან ხელშეკრულებით.

 

მონაცემთა ასოციაცია არეგისტრირებს მონაცემთა გადაცემის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მონაცემთა ჩამონათვალის, მონაცემთა მიღების, გადაცემის ფორმის, გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და გადაცემის დროის მითითებით. ეს ინფორმაცია ინახება მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად, მათი შენახვის ვადის განმავლობაში.

 

ასოციაციამ მესამე პირს შესაძლებელია მონაცემები გაუმჟღავნოს, იმ შემთხვევაში თუ ეს ვალდებულება პირდაპირაა გათვალისწინებული კანონით, მათ შორის, ზედამხედველ ორგანოსთან ანგარიშგების, სამართალწარმოების, საგამოძიებო და საგადასახადო მიზნებისთვის.

 

 

თქვენი უფლებები

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ და მოითხოვოთ თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების აღსრულება, ესენია:

 

ინფორმაციის მოთხოვნის უფლება 

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია:

  • თქვენი მონაცემების შესახებ, რომელიც მუშავდება , აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ ;
  • მონაცემთა შეგროვების /მოპოვების წყაროს შესახებ ;
  • მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ , ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია , ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე ;
  • თქვენი უფლებების შესახებ ;
  • მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების , აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო  გარანტიების შესახებ , თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას ;
  • მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ , მათ შორის , ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე , თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა ;

 

თქვენ უფლება გაქვთ გაეცნოთ თქვენს შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ მათი ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომლის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.

 

მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების უფლება 

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, თუ იინის არასწორი, არაზუსტი ან არასრულყოფილია, ან მათი შეგროვება განხორციელდა უკანონოდ.

 

 

მონაცემთა გადატანის უფლება 

თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების სტრუქტურიზებული, გამოყენებადი და ელექტრონული ფორმით მიიღოთ ის თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები ან მოითხოვოთ მისი სხვა დამუშავებისთვის აპსუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.

 

თანხმობაზე უარი 

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს ახსნა-განმარტების გარეშე უარი განაცხადოთ თქვენს მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (თუ არ არსებობს დამუშავების სხვა საფუძველი)  ან/და მათი განადგურება, რომელიც შეგროვებულია თქვენი თანხმობის შესაბამისად.

 

პასუხის ვადები

თუ კანონით სხვა რამ არის განსაზღვრული, თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ასოციაცია შეასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის ან გაანადგურებს მონაცემებს ან შეგატყობინებთ უარის თქმის მიზეზს.

 

გასაჩივრება

თქვენი უფლებების დაცვის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს ან სასამართლოს არსებული კანონმდებლობის საფუძველზე.

 

ნებისმიერი ზემოაღნიშნული უფლების განსახორციელებლად მოგვამრთეთ წერილობით ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

 

განმცხადებლის იდენტიფიცირება

იმისათვის, რომ სწორად ვმართოთ თქვენი მოთხოვნა, გთხოვთ, მაქსიმალურად დეტალურად მოახდინეთ თქვენი თავის იდენტიფიცირება. თუ ჩვენ ეჭვი შეგვეპარა განმცხადებლის ვინაობაში, უფლება გვაქვს პირის იდენტიფიცირების მიზნით მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.

 

ასოციაციის პასუხი

ჩვენი მხრიდან პასუხი მოწოდებული იქნება ელექტრონული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა თუ თქვენ მოითხოვეთ პასუხის სხვა ფორმით მიღება.

 

თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, გაცნობებთ ამ გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ და ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს ან საქართველოს სასამართლოებს და მოითხოვოთ თქვენი უფლებების დაცვა.

 

თქვენ შეიძლება შეგეზღუდოთ აღნიშნული უფლებები იმ შემთხვევაში, თუ ამ უფლებების რეალიზაციამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას:


  • სახელმწიფო უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
  • დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას
  • ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ) ინტერესებს;
  • მონაცემთა სუბიექტისა და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს.


 

დაგვიკავშირდით

 

ნებისმიერი კითხვის ან ზემოთ აღნიშნული უფლებების გამოყენებისას, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, ბიზნეს-ცენტრი „რეგუსი“, მე-2 ბლოკი, მე-2 სართული, 0186, თბილისი, საქართველო

ელექტრონული ფოსტა: dpo@gnra.ge

 

 

საჩივარი

 

თქვენ ასევე უფლება გაქვთ შესაბამისი საჩივრით მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და საქართველოს სასამართლოებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თქვენი უფლებებისა და გასაჩივრების შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემებთა დაცვის სამსახურს მისამართზე ნ.ვაჩნაძის 7, 0105, თბილისი, საქართველო; office@pdps.ge.

 

 

ცვლილებები  პოლიტიკაში

 

ჩვენ შეიძლება განვაახლოთ და/ან შევცვალოთ პოლიტიკის პირობები, ამდენად, გირჩევთ, პერიოდულად გადახედოთ  პოლიტიკის შესახებ ინფორმაციასა და წესებს.

ცვლილებები და დაზუსტებები ამოქმედდება ვებგვერდზე განთავსების მომენტიდან. არსებითი სცვლილებების შეტანის შემთხვევაში, აღნიშნული მიეთითება დოკუმენტის დასაწყისში.